ორი „ვითომ-მეგობარი“ ლორენი და კეტი ერთად გადავლენ საცხოვრებლად კეტის ბებიის ბინაში ნიუ-იორკში , მას შემდეგ რაც ქირის გადახდას ვეღარ შეძლებენ. გოგოები სულ ჩხუბში არიან და ერთ საბედისწერო დღესაც, კეტის საძინებლიდან გამოსული ხმაურის გამო ოთახში შესული ლორენი პატარა „ბინძურ“საიდუმლოს გაიგებს. ეს გოგოებს კიდევ უფრო დაახლოვებს - ლორენი (ტვინი) და კეტი (ტალანტი) ძალიან წარმატებულ საქმეს წამოიწყებენ. მოგება იზრდება და გოგონებიც გადააფასებენ თავიანთ იმედებსა და ოცნებებს.
↧
თუ გინდა კარგი დრო გაატარო, დამირეკე / For a Good Time, Call...
↧
შუადღე შანხაიში / Shanghai Noon
როდესაც მშვენიერ ჩინელ პრინცესას გაიტაცებენ, იმპერატორი ველურ დასავლეთში გააგზავნის სამ ყველაზე ერთგულ და გამოცდილ მებრძლებს. ჩონ ვანგი, რა თქმა უნდა. არ აღმოჩნდება მათ რიცხვში. მაგრამ საიდუმლო გზით ის მოახერხებს სამხედრო დელეგაციაში მოხვედრას და ამერიკის და დაუჯერებელი თავგადასავლების შუაგულში აღმოჩნდება.
↧
↧
აფიორა / The Hustle
ამბავი, რომელშიც ენ ჰეთევეი და რებელ ვილსონი ერთად შეეცდებიან შური იძიონ მამაკაცზე, რომელმაც ორივე გააწბილა. ორი ქალბატონის შეკრული გუნდი, რომელშიც ერთი დაბალ კლასს, ხოლო მეორე მაღალ კლასს წარმოადგენენ, გვთავაზობს სახალისო და ცხოვებისეულ თავგადასავალს.
↧
სასაცილო ამბავი / Funny Story
ტრაგიკომედია ერთ კარგი განზრახვის მქონე მამის შესახებ, რომელიც თავისი გაუფრთხილებელი ქმედებებით ქალიშვილს უამრავ პრობლემებს უქმნის.
↧
არასწორი წყვილი / Long Shot
როდესაც ფრედ ფლერსკის გზები მისი პირველი სიყვარულის გზებს გადაეკვეთება ყველაფერი იცვლება. ისი პირველი სიყვარული კი მსოფლიოში ძალიან ცნობილი და წარმატებული ქალია სახელად - შარლოტა ფიელდი. შარლოტა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება და ფრედს დაიქირავებს თავისი სიტყვის მოსამზადებლად...
↧
↧
რკინის ზეცა / Iron Sky
მეორე მსოფლიო ომის ბოლო მომენტები, ნაცისტების საიდუმლო კოსმოსური პროგრამა განადგურებას გადაურჩა მთვარის ბნელ მხარეზე გაფრენით. 70 წლის განმავლობაში ისინი საიდუმლოდ გიგანტურ კოსმოსურ ხომალდს აშენებდნენ.
↧
რკინის ცა: მომავალი რასა / Iron Sky: The Coming Race
მოვლენები ფილმიდან - „რკინის ცა“ -25 წლის შემდეგ ხდება. ნაცისტების ყოფილი ბაზა მთვარეზე კაცობრიობის უკანასკნელი თავშესაფარი გახდება. დედამიწა ბირთვულმა ომმა გააჩანაგა. კაცობრიობის შექმნასთან დაკავშირებული სიმართლე გამჟღავნდება, როდესაც დიდი ხნის მტერი ფილმის გმირებს ფუღურო დედამიწაში სამოგზაუროდ წარუძღვება. კაცობრიობის გადასარჩენად ისინი უნდა შეებრძოლონ ვრილებს, უძველეს ფორმაცვალებადი რეპტილიების მოდგმას და მათ დინოზავრების არმიას.
↧
ჩემი ძმა / My Brother (Kardesim Benim)
ჰაქანი და ოზანი ძმები არიან, რომლებსაც ერთმანეთთან ცუდი ურთიერთობა აქვთ. მამის დაკრძალვაზე ერთმანეთს შეხვდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების ჩვეულ რიტმს სურთ დაუბრუნდნენ, მამის ანდერძი ამის საშუალებას არ მისცემთ.
↧
მექალთანე / Spread
ფილმში "მექალთანე" აღწერილია ლოს–ანჯელესის ცხოვრების სტილის ახლებური, მხიარული და ცოცხალი ხედვა. ისტორია ერთ შესანიშნავ ბიჭზე და მის ამორალურ ცხოვრების სტილზე, სადაც იგი ქალებს აძლევდა იმას, რაც მათ სჭირდებათ და ამის საფასურად ცხოვრობდა ზუსტად ისე, როგორც თვითონ სურდა.
↧
↧
ობიექტივში / Picture This
სკოლის ყველაზე პოპულარული ბიჭი მენდის ყველაზე მაგარ წვეულებაზე ეპატიჟება. მაგრამ ერთი პრობლემაა - მას ძალიან მკაცრი მშობლები ჰყავს. მენდის სახლიდან იმ პირობით უშვებენ, რომ ის მეგობრებთან ერთად სამეცადინოდ წავა, საიდანაც ყოველ ნახევარ საათში, მამას ვიდეოზარით დაუკავშირდება.
↧
მხოლოდ შენ და მე / Down to You
ნიუ იორკში კოლეჯის სტუდენტი ალი და ნიჭიერი მხატვარი იმოგენი ერთამენთს ბარში შეხვდებიან. გზა ბედნიერებისკენ არც ისე მარტივია. პორნო ვარსკვლავი ცდილობს ალი ლოგინში ჩაითრიოს და დააშოროს ერთამენთს ახალგაზრდა წყვილი.
↧
შეუჩერებლად / A Fond
ოჯახის უფროსი იქირავებს ყველაზე მაგარ მანქანას და მიდის დასასვენებლად ცოლთან შვილებთან და მამასთან ერთად. მაგრამ როდესაც მუხრუჭები უმტყუნებს არდადეგები არც ისე მხიარული ხდება.
↧
პარაზიტი / Parasite
კი-ტაკის ოჯახში ყველა უმუშევარი და ღარიბ-ღატაკია. სიტუაცია მაშინ იცვლება, როდესაც ერთერთი მათგანი პარკების უმდიდრეს ოჯახში, დაიწყებს სამსახურს. შეეცდებიან რა მათი ცხოვრებისეული პრობლემები მოაგვარონ, თავად მოულოდნელად აღმოჩნდებიან უცნაურ ინციდენტში.
↧
↧
ღამის შოუ / Late Night
ღამის შოუს ლეგენდარული წამყვანის ცხოვრება თავდაყირა დადგება, როდესაც ერთადერთ მწერალ ქალს აიყვანს სამსახურში. მისი ეს გადაწყვეტილება, რომელიც თავდაპირველად მრავალფეროვნების კუთხით წამოჭრილი პრობლემების მოგვარებით იყო განპირობებული, მოულოდნელ შედეგს მოიტანს - ამ ორ სხვა თაობისა და კულტურის ქალბატონს გესლიანი იუმორის სიყვარული გააერთიანებს.
↧
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მარვენში / Welcome to Marwen
საშინელი შეტევა მარკ ჰოგანის ბანაკს იმდენად გაანადგურებს და ყველა მოგონებას ისე წაშლის, რომ არავის აქვს ფეხზე დადგომის იმედი. მარკი კი თავის ძველი და ახალი ცხოვრების ნამსხვრევებს შეაკოწიწებს და საუცხოო ქალაქს - მარვენს- დააარსებს, ააგებს რა გასაოცარ ინსტალაციებს - მისი ცხოვრების ყველაზე უფრო ძლევამოსილი ქალების უკვდავსაყოფად - თავისი წარმოსახვითი სამყაროს დახმარებით, ძალებსაც გამონახავს რეალურ სამყაროში გამარჯვებისათვის.
↧
როცა პირველად შევხვდით / When We First Met
რომანტიკული კომედია ახალგაზრდა ბიჭზე სახელად ნეო, რომელსაც მისი ოცნების გოგონასთან შეხვედრის და მასთან იდეალური ღამის გატარების შესაძლებლობა მიეცემა. მაგრამ პირველი სექსის შემდეგ გაურკვეველი მიზეზით გოგონა, მთავარ გმირთან მხოლოდ მეგობრობას მოისურვებს. მომდევნო სამ წელს ნეო, კითხვებზე ფიქრში გაატარებს – თუ რაში შეცდა იგი – სანამ ერთ დღეს წარსულში დაბრუნების და იმ ღამის შეცვლის მოულოდნელ შანსს არ მიიღებს.
↧
თანამედროვე დედიკო / Raising Helen
დის ტრაგიკული დაღუპვის მერე ჰელენს სამი დისშვილის მოვლა ეკისრება : თინეიჯერ ოდრის, ათი წლის კენისა და სულ პაწაწინა სარას. იყო სამოდელო სააგენტოს დირექტორის დამხმარე არც ისე ადვილია, ”ციდან ჩამოვარდნილ ნათესავებს” მოვლა კი კიდევ უფრო ძნელია. ყველაფერს ართულებს მოულოდნელად გაღვივებული რომანი ადგილობრივ პასტორთან.
↧
↧
სიყვარული და სხვა წამლები / Love and Other Drugs
თავისუფლების მოყვარული მეგი ხვდება ჯემის, რომელიც პრეპარატებს ჰყიდის მამაკაცების პოტენციის ასამაღლებლად. მათ ურთიერთობას ისინი მიჰყავს დასკვნამდე, რომ გმირებს ერთმანეთი უყვართ.
↧
სმენის გარეშე / Tone-Deaf
ქალი სამსახურის დაკარგვის შემდეგ, უქმეების წყნარად გასატარებლად ქალაქიდან გადის. ერთი ძველმოდური ქვრივი კაცისგან სახლს იქირავებს, რომელიც ცდილობს თავისი ფსიქოპატური გამოვლინებები დამალოს. მალე ორი თაობა ერთმანეთს უპირისპირდება, რაც საშინელი შედეგებით მთავრდება.
↧
ცუდი გენიოსი / Bad Genius
ფრიადოსანი და მედალოსანი ლინი სხვა სკოლაში გადადის, სადაც ოქროს ახალგაზრდობა სწავლობს და მაშინვე დაუმეგობრდება გრეისს, რომელიც სუსტია მათემატიკაში.
↧